ზუსტად 30 წლის წინ, 1983 წლის 1 იანვარს Vint Cerf-მა და მისმა კოლეგებმა პირველად ჩართეს ინტერნეტი, რომელმაც განიცადა უდიდესი ევოლუცია და ჩვენამდე მოაღწია იმ სახით, როგორსაც თქვენ იცნობთ და იყენებთ. ამ ადამიანებმა არა მარტო შეცვალეს დედამიწის მოსახლეობის მიერ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების გზები, არამედ მოახდინეს მთლიანი პლანეტის ვირტუალური გაერთიანება.რაც მთავარია, ეს ინოვაცია არ წყვეტს განვითარებას. უკაბელო ქსელში ჩართული ტაბლეტები, რომლებმაც მონოპოლიზაცია მოახდინეს, სამი წლის წინ საერთოდ არ არსებობდა, სერვისები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ მოსახლეობის ნაწილი მათთან გაცნობასაც ვერ ასწრებს. კომპიუტერული ჰარდი ზომაში სულ უფრო და უფრო იზრდება, ამის პარალელურად კი “ჭკვიანდება”. არავინ იცის სადამდე მიგვიყვანს ევოლუცია 30 წლის შემდეგ, თუმცა ფაქტია იმაზე დიდი ევოლუციის პიკი იქნება ვიდრე ამ 30 წელიწადში განიცადა ინტერნეტმა.
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის!!!გამომადგა ,თქვენ ეს მარტივი ენით გიწერიათ და ძალიან კარგია, რადგან,, ვიკიპედიაში"ამაზე 10-ჯერ მეტი ეწერა მაგრამ თითქმის გაურკვევლად
ReplyDelete