კომპიუტერს ამ ყველაფერთან ერთად აქვს როგორც დადებითი,ისევე უარყოფითი მხარეები... დადებითია : იგებ ბევრ, ახალ ინფორმაციას სწრაფად,აწარმოებ საქმიან მოლაპარაკებებს, ეკონტაქტები მეგობრებს,რომელთანაც არ გაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. სოციალური ქსელების დახმარებით აკეთებ ე.წ. სარეკლამო გვერდებს და შენ პროდუქციას ეთებ რეკლამას, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად აქვს უარყოფითი მხარეებიც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აქვეითებს მხედველობას და ამასთანავე მისი ხშირი მოხმარებისას რეალობას წყდები და კომპიუტერზე მიჯაჭვული ხდები. ამას ბევრი სპეციალისტიც აღნიშნავს.. მაგალითად:ერთ-ერთი ოფთალმოლოგი ნანა ქებაძის დაკვირვებით კომპიუტერიზაციის პირველსავე წლებში აშკარა გახდა, რომ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ადამიანებს აღენიშნებათ მხედველობის სიტემის გადაღლილობა. ამ ფაქტორს, მოგვიანებით პირობითად ”მხედველობითი კომპიუტერული სინდრომი” ეწოდა. ამ სინდრომის წარმოშობის მიზეზი სხვადასხვაგვარია. საქმე იმაშია, რომ დისპლეის გამოსახულება მკვეთრად განსხვავდება თვალისთვის ჩვეული აღქმის ობიექტებისგან - ის ანათებს, შედგება დისკრეტული წერტილებისგან რომლებიც გარკვეული სიხშირით ქრება და ინთება. გარდა ამისა არც ფერადი კომპიუტერული გამოსახულება შეესაბამება ბუნებრივ ფერებს.
მაგრამ მხოლოდ ეს არ იწვევს მხედველობის სისტემის გადაღლას. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას თვალს განტვირთვის საშუალება არ აქვს. ამის გამო თავისთავად იძაბება მხედველობა და იკლებს მისი ქმედითუნარიანობა. თვალი ყველაზე დიდ დატვირთვას იღებს მაშინ, როცა ადამიანს კომპიუტერში ინფორმაცია შეჰყავს. ასეთ შემთხვევაში პიროვნება იძულებულია ხშირად გადაიტანოს მზერა ეკრანიდან ტექსტზე, ტექსტიდან - კლავიატურაზე, რომლებიც სხვადასხვა მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული და თავისთავად სხვადასხვა განათების ქვეშ იმყოფება. ქ-ნი ნანა კომპიუტერთან მომუშავეებს ურჩევს პერიოდულად მოშორდნენ მონიტორს, მზერა სხვა რამეზე გადაიტანონ, თვალი დაასვენონ და მხოლოდ ამის შემდეგ განაახლონ მუშაობ. მეც ვეთანხმები მის ამ მოსაზრებას,რაგდან ამ პრობლემის მქონე ბევრი პიროვნება მინახავს.
ძალადობა — ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან. სინონიმებია: აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია
ReplyDelete